Category: სიახლეები
რატომ ლაპარასკოპია ? ლაპარასკოპია არის ქირურგიული ოპერაციის ტიპი , რომლის დროსაც ქირურგს მუცლისა და მენჯის ღრუში შესასველად კანზე დიდი განაკვეთების გაკეთება არ უწევს. ლაპარასკოპიის საშუალებით ქსოვილების ტრავმირება ნაკლებად ხდება . ლაპარასკოპის ერთ ბოლოში მიმაგრებული ნათურა და კამერა გვაძლევს საშუალებას გარეთ მდებარე მონიტორიდან დავაკვირდეთ მუცელსა და მენჯის ღრუს.
ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტი დავით ყარსიმაშვილი აკეთებს ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციას , როგორც ღია , ასევე ლაპარასკოპიის მეთოდით. აღსანიშნავია, რომ უახლესი ლაპარასკოპიული აპარატით "OLYMPUS VISERA PRO" კეთდება ვერტგეიმის ოპერაციაც კი.
"MMT Hospital" - ში ასევე ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიებიც , რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განვსაზღვროთ , ამა თუ იმ , დაავადებასთან ბრძოლის ტექნიკა.
უპირატესობანი ტრადიციულ ოპერაციებთან შედარებით :
- სწრაფი რეაბილიტაცია
- უმნიშვნელო ჭრილობები
- პოსტოპერაციული ტკივილის არარსებობა
- ოპერაცია ვიდეოკონტროლით
- პაციენტის სტაციონარში დაყოვნების ნაკლები დრო (1 დღე)
ლაპარასკოპიული გინეკოლოგია მოიცავს შემდეგ საკითხებს :
- დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია
- ლაპარასკოპიული სტერილიზაცია
- ტოტალური და სუბტოტალური ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია დანამატებთან და დანამატების გარეშე
- ლაპარასკოპიული მიომექტომია
- ცალმხრივი და ორმხრივი ლაპარასკოპიული სალპინგოფორექტომია
- ლაპარასკოპიული სალპინგექტომა და განაყოფიერების პროდუქტების ამოღება (ფალოპის მილის ორსულობის დროს)
- ლაპარასკოპიული სალპინგექტომია
- ლაპარასკოპიული პრომონტოფიქსაცია
- ლაპარასკოპიული მიდგომით საკვერცხის და პარაოვარიული კისტების ამოკვეთა
- მცირე მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ტანის სიმსივნის დროს
- უშვილობის მკურნალობა, შეხორცებების მოცილება (სინექიოლიზისი) ლაპარასკოპიული მეთოდით
- საკვერცხეების კაუტერიზაცია ლაპარასკოპიული მეთოდით
- ქრომოპერტუბაცია ლაპარასკოპიული მეთოდით
ლაპარასკოპია გამოიყენება დიაგნოსტიკაშიც , რაც შესაძლებლობას გვაძლევს დადგინდეს ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა დადგენა ექოსკოპიურად თუ სხვა ინსტრუმენტული კვლევებით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია. |
Comments
- No comments found
თქვენი კომენტარი
კომენტარის დასატოვებლად შედით სისტემაში
Post comment as a guest