სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის რეიტინგები

უროლოგია

Print
უროლოგია – მამაკაცის სასქესო და საშარდე გზების, ასევე ქალთა საშარდე გზების პათოლოგიები და მათი მკურნალობის მეთოდები. ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის უროლოგიური განყოფილება მკურნალობს როგორც ქალთა და მამაკაცთა, ასევე ბავშვთა უროლოგიური დაავადებების ფართო სპექტრს.

ჩვენ გთავაზობთ

კონსერვატიულ მომსახურებას:

ქირურგიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია ქირურგიული მეთოდით:

  • მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციები შარდის ბუშტის, პროსტატისა და თირკმლის კიბოს გამო;
  • პროსტატის კიბოს შორსწასული ფორმების ქირურგიული მკურნალობა (რადიკალური პროსტატექტომია გაფართოვებული ლიმფადენომექტომიით);
  • ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა;
  • პროსტატის ოპერაციები ნერვშემნახველი მეთოდით (პოტენციისა და შარდის შეკავების უნარის შენარჩუნებით);
  • ლაპარასკოპიული ოპერაციები საშარდე ორგანოებზე და პროსტატაზე;
  • მინიმალურ-ინვაზიური (ენდოსკოპიური) უროლოგიური ოპერაციები: პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია TURP, პროსტატის ტრანსურეთრული ვაპორიზაცია TUVP,ურეთერორენოსკოპია URS, ნეფროსკოპია პერკუტანული ნეფროლითოლაპაქსია PNL;
  • დისტანციური ლითოტრიფსია;
  • ლაპარასკოპიული ნეფრექტომია თირკმლის კიბოს დროს;
  • ორგანოს შემნახველი ქირურგიული მკურნალობა თირკმლის კიბოს დროს;
  • ლოყის ლორწოვანის ტრანსპლატაცია საშარდე მილის შევიწროების აღდგენის მიზნით;
  • ბავშვთა თანდაყოლილი ანომალიების აღდგენა (საშარდე მილის, შარდის ბუშტის, თირკმელების პლასტიკური ოპერაციები);
  • ქალებში შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა (TVT, TVT-O, ლაპარასკოპიული სარკოპექსია);
  • შარდოვანი ფისტულების კორექცია.

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი. ყველაფერი უროლოგიის შესახებ